ოკუპანტებმა კუპიანსკში მუზეუმის შენობა დაბომბეს – ნანგრევებში, სავარაუდოდ, ადამიანები რჩებიან (ვიდეო)

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონში კუპიანსკი “ს-300”-ით დაბომბა.

რაკეტა საქალაქო მუზეუმის შენობას მოხვდა.

წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე, 5 მოქალაქეა დაშავებული, ნანგრევებში კი შესაძლოა, ადამიანები იყვნენ.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

გასული დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის რეგიონში, სულ მცირე, 18 დასახლება დაბომბეს.

დვორიჩნაიაში 60 წლის ქალი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები