რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი
რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში საჰაერო სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი “ანსანტი” ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის შედეგად, ეკიპაჟის ერთი წევრი, პილოტი, დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი დისლოკაციის ადგილზე მიფრინავდა – სოფელ ერზოვკაში.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ბორტზე პილოტის გარდა არავინ იმყოფებოდა.
რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.