WSJ: ირანი ჭურვებს და საბრძოლო მასალას რუსეთში ზღვით აგზავნის

ირანმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, კასპიის ზღვის პორტებიდან რუსეთში 300 000 ჭურვი და მილიონი ვაზნა გაგზავნა.

ამის შესახებ Wall Street Journal ახლო აღმოსავლეთში წყაროებზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

ამ დრომდე მედიაში ირანის მიერ მხოლოდ დრონების მიწოდების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომელთა გადაზიდვა საჰაერო გზით ხდებოდა.

WSJ წყაროების თანახმად, ჭურვების ბოლო ტვირთი ირანის პორტ ბანდარ ამირაბადიდან ასტრახანში მარტის დასაწყისში გაიგზავნა: რუსულმა სატვირთო გემმა “რასულ გამზატოვმა” კასპიის ზღვით 2000 საარტილერიო ჭურვი გადაიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები