პაკისტანში ტერაქტის შედეგად, სულ მცირე, 16 ძალოვანი დაიღუპა – 60 დაშავდა
პაკისტანის ჩრდილოეთით, ქალაქ ქაბალში ტერაქტს, სულ მცირე, 16 ძალოვანი ემსხვერპლა, 60 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას АР ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს ოფისში აამოქმედა.
შენობა მთლიანად დაინგრა.
თვითმხილველებმა ორი აფეთქების ხმა გაიგეს.
ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები რჩებოდნენ.