ზელენსკი: როდესაც აგრესორს განვდევნით, უკრაინამ ღირსეული ადგილი უნდა დაიკავოს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში

ომის დასრულების შემდეგ უკრაინამ ღირსეული ადგილი უნდა დაიკავოს მსოფლიოსა და ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, რადგან მან მოიპოვა ღირებული ცოდნა აგრესორისგან სახელმწიფოს დაცვის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკრაინა დღეს მსოფლიოში უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმას ატარებს. თუ აგრესორს დავაყენებთ იმ ადგილას, რომელიც მას ეკუთვნის – საკუთარ ტერიტორიაზე, მაშინ ვფიქრობ, რომ ეს იქნება სწორი მაგალითი ყველა სხვა აგრესორისთვის, თუ როგორ არ უნდა დაიწყოს მსოფლიოში რაიმე აგრესია.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვიანებით [ომის დასრულებისთანავე] უკრაინამ დაიკავოს თავისი ადგილი, ღირსეული ადგილი მსოფლიოს, ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, სადაც ჩვენს აზრს მოისმენენ. იმიტომ, რომ ბევრი რამ გავაკეთეთ. როგორც კიბერუსაფრთხოებაში, ასევე დიგიტალიზაციაში… ასევე, ვფიქრობ, ჩვენი ცოდნა ძალიან ღირებულია როგორც ჩვენი სახელმწიფოს დაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ეს ცოდნა უნდა იყოს გაზიარებული სხვა სახელმწიფოებთან. უკრაინის გარეშე ახლა შეუძლებელი იქნება ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანება… სად არის ჩვენი ადგილი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში? ჰოდა, ზუსტად პირველ სართულზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები