„რუსეთმა გაეროს წესდებას პირდაპირ გულში დაარტყა“ – გაეროში აშშ-ის ელჩი
„შეუძლებელია ოთახში მყოფი გიგანტური სპილოს – რუსეთის იგნორირება“, – ამის შესახებ გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ელჩის თქმით, რუსეთმა გაეროს წესდებას პირდაპირ გულში დაარტყა და ოფიციალური მოსკოვი დაადანაშაულა „პოლიტიკური აქტივისტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების თვითნებურად დაკავებაში“.
ლინდა თომას-გრინფილდმა რუსეთი ასევე დაპატიმრებული ამერიკელების, პოლ უელანისა და ევან გერშკოვიჩის „პოლიტიკურ პაიკებად“ გამოყენებაში დაადანაშაულა.