თებერვალში, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წელი შესრულდა, კიევის ოფიციალური პირები მოსკოვზე თავდასხმას გეგმავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი პენტაგონიდან გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა თავის ერთ-ერთ ოფიცერს დაავალა, რომ 2023 წლის 24 თებერვალს რუსეთზე მასობრივი დარტყმების განსახორციელებლად მომზადებულიყო“, – აღნიშნულია პენტაგონიდან გაჟონილ დოკუმენტში, რომელიც 13 თებერვლით თარიღდება.
იმავე დღეს, 2023 წლის 13 თებერვალს, როდესაც ბუდანოვმა აღნიშნული დავალება გასცა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავიანთ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა.