უკრაინა და ევროკავშირი სასამართლო გადაწყვეტილების ურთიერთაღიარებაზე შეთანხმდნენ

ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინის ე.წ. ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებების კონვენციის წევრ ქვეყნად მიღებას.

აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულება მონაწილე ქვეყნებს ავალდებულებს, ორმხრივად აღიარონ და აღასრულონ ერთმანეთის სასამართლო გადაწყვეტილებები.

დოკუმენტის სრული სახელწოდებაა -კონვენცია სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებში უცხოური გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ. ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა.

როგორც შვედეთის იუსტიციის მინისტრმა, გუნარ სტრომერმა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობს, განაცხადა, „ერთმანეთის გადაწყვეტილებების აღიარებისა და განხორციელების ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირსა და უკრაინას შორის კავშირები მხოლოდ გაძლიერდება“.

ჰააგის კონვენცია ძალაში ოთხი თვის შემდეგ, ანუ მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს უნდა შევიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები