“ნატოს ღია კარების შესახებ გაცვეთილი ფრაზების ნაცვლად, ალიანსში უკრაინის ინტეგრაციისთვის კონკრეტული მექანიზმებია საჭირო” – გიტანას ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატოს ღია კარების შესახებ გაცვეთილი ფრაზების ნაცვლად, საჭიროა, ომის შემდეგ, ალიანსის სივრცეში უკრაინის სწრაფი ინტეგრაციის კონკრეტული მექანიზმების გამოძებნა.
ამის შესახებ Delfi წერს.
„ნატოს ღია კარების შესახებ გაცვეთილი ფრაზების გამეორების ნაცვლად, უნდა ვიპოვოთ კონკრეტული მექანიზმები უკრაინის ნატოს სივრცეში სწრაფი ინტეგრაციისთვის, ომის დასრულების შემდეგ“, – თქვა ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ასევე, აუცილებელია უარი ითქვას მოსაზრებაზე, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანება ნატოსთვის ტვირთი იქნება.
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ უკრაინა არა მხოლოდ გააძლიერებს ალიანსს, რადგან უკრაინული არმია ბრძოლის ველზე გამოიწვრთნა და ისეთი მდიდარი გამოცდილება აქვს, როგორიც არცერთ სხვა არმიას ევროპულ ქვეყანაში.
ნაუსედამ ასევე აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვილნიუსის ნატოს სამიტში მონაწილეობის მნიშვნელობა.
“ვფიქრობ, ყველა ჩვენგანის ინტერესებშია, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიიღოს მონაწილეობა ჩვენს დისკუსიებში. დისკუსიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა და პირდაპირ იქნება დაკავშირებული უკრაინასთან”, – განაცხადა ნაუსედამ.