კენიაში რელიგიური კულტის მიმდევართა მსხვერპლის რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

კენიაში, რელიგიური კულტის მიმდევართა მასობრივი სიკვდილის გამოძიების ფარგლებში, ნაპოვნი ცხედრების რაოდენობა 67-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

ამის შესახებ კენიური გაზეთი Star-ი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნულია, რომ რელიგიური კულტის მიმდევრები, “იესოსთან შესახვედრად”, სავარაუდოდ, შიმშილით გარდაიცვალნენ, რომლისკენაც მათ პასტორმა, მაკენზი ნტენგემ უბიძგა.

ასევე აღნიშნულია, რომ გამოძების ფარგლებში პოლიციამ 29 ადამიანის გადარჩენა შეძლო.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, უილიამ რუტომ განაცხადა, “ის, რაც შაკაჰოლში მოხდა, არის ტერორიზმისკენ მიდრეკილება. მაკენზი ადამიანებს თავს პასტორად აჩვენებს, მაშინ როდესაც საშიში კრიმინალია. მაკენზის მსგავსი პირები არ განეკუთვნებიან არცერთ რელიგიას, ისინი ციხეს განეკუთვნებიანბდა სწორედ იქ უნდა იმყოფებოდნენ”.

15 აპრილს ნტენგე მას შემდეგ დააკავეს, რაც ოთხი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, მსგავს ვითარებაში დაიღუპნენ.

გასულ თვეში დაკავებული იყო ორი ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ 10 000 შილინგის (დაახლოებით, $74) გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები