რუსეთში აცხადებენ, რომ “ქართულ ლეგიონის” 60-მდე მებრძოლი მოკლეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში სარაკეტო დარტყმით “ქართული ლეგიონის” ათობით მებრძოლია ლიკვიდირებული.
აღნიშნულია, რომ 21 აპრილს „ისკანდერის“ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემით იარაღის საწყობსა და “უცხო ქვეყნის დაქირავებულების დისლოკაციის პუნქტზე დარტყმაა მიყენებული, რომელიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, კონსტანტინოვკას ბიბლიოთეკის შენობაში იყო განთავსებული”.
უწყების რელიზში ნათქვამია, რომ “დარტყმის შედეგად “ქართული ლეგიონის” 60 მებრძოლია ლიკვიდირებული, 20 დაჭრილია. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე განადგურებულია განლაგებული ტექნიკის 15 ერთეული”.