“ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ვაპირებთ საქართველოზე საუბარს”, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისივე თქმით, განხილული იქნება საქართველოს პერსპექტივა და უსაფრთხოების საკითხები.
„ჩვენ ვაპირებთ საქართველოზე საუბარს, განვიხილავთ მის პერსპექტივას, უსაფრთხოების სიტუაციას. ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და უნდა გვახსოვდეს, რომ მას უსაფრთხოების სპეციფიკური საკითხები უდგას, რადგან მისი ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასე რომ, მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს საკითხის განსახილველად“, – აღნიშნა ბორელმა.