სამხრეთ კორეამ იაპონიას პრიორიტეტული სავაჭრო პარტნიორის სტატუსი დაუბრუნა
სამხრეთ კორეამ იაპონია პრიორიტეტული სავაჭრო პარტნიორების სიაში აღადგინა.
ამის შესახებ The Japan Times-ი სამხრეთ კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ იაპონიის „თეთრ სიაში“ დაბრუნება ექსპორტიორებს ბიუროკრატიას შეუმცირებს.
კერძოდ, იაპონიაში გაგზავნილი სტრატეგიული საქონლის განხილვისა და დამტკიცების ვადა, 15-ის ნაცვლად ხუთ დღემდე შემცირდება, ხოლო საჭირო დოკუმენტების რაოდენობა – ხუთიდან სამამდე.