შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველოს დააყენებს იმავე პოზიციაზე, სადაც დღეს არიან უკრაინა და მოლდოვა

“იმედი მაქვს, ამ ჯერზე ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველოს დააყენებს იმავე პოზიციაზე, სადაც დღეს არიან უკრაინა და მოლდოვა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გადაწყვეტილება ქვეყნის მიღწევებზე იყოს დაფუძნებული.

“ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან საუბრების დროს ხაზს ვუსვამთ და ხშირ შემთხვევაში, სწორედ აქ გვაქვს ურთიერთგაგება, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე, იმ მიღწევებზე, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანას აქვს. სამწუხაროდ, კითხვარზე იანვარში გამოქვეყნებულმა შეფასებამ გვაჩვენა, რომ შარშან, ივნისში გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი საქართველოსთან მიმართებით. იმედი მაქვს, ამ ჯერზე ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველოს დააყენებს იმავე პოზიციაზე, სადაც დღეს არიან უკრაინა და მოლდოვა. ამას მნიშვნელობა აქვს ბევრი მხრივ. ერთი იმიტომ, რომ შენარჩუნებული იქნას ტრიო, რომელიც არსებობს მოლდოვა, უკრაინა, საქართველოს სახით, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით არის არა მხოლოდ ერთ ქვეყანასთან, საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება, არამედ ეს არის ევროკავშირის პოზიცია რეგიონის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები