დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – ფაზა II)“ განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ტრანშის გამოყოფას.

საკითხი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მისი განმარტებით, პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში უკვე დასრულებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოები.

მისი თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ძველი, კანონმდებლობასთან შეუსაბამო ნაგავსაყრელის დახურვისა და ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონის მოძრავი ტექნიკური საშუალებების შეძენისათვის საჭიროა დამატებითი რესურსი. კერძოდ, ტექნიკის შესაძენად საჭიროა 3 მლნ ევრო, ძველი ნაგავსაყრელების დახურვას სავარაუდოდ, 7 მლნ ევრო დასჭირდება.

მომხსენებელმა ისაუბრა EBRD- ის სესხის ფინანსური პირობების თაობაზე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა დოკუმენტის რატიფიცირების საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები