ჩინეთის საგარეო უწყება საფრანგეთში ქვეყნის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში ქვეყნის ელჩის, ლუ შაიეს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი პატივს სცემს სსრკ-ის შემადგენლობაში შემავალი ყველა ქვეყნის სუვერენულ სტატუსს და ყირიმთან დაკავშირებით პეკინის პოზიცია არ შეცვლილა. მათი თქმით, ოფიციალურ ჩინეთს ანექსირებული ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილად არ უღიარებია.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ საფრანგეთში ჩინეთის საელჩომ ელჩის ინტერვიუს ჩანაწერი წაშალა.

ორი დღის წინ, საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა, ლუ შაიემ ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებს „საერთაშორისო სამართალში ეფექტური სტატუსი არ აქვთ, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს მათ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოებს“.

ელჩის თქმითვე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიული კუთვნილების საკითხი “დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქმება პრობლემა” და ნახევარკუნძული “თავდაპირველად რუსეთს ეკუთვნოდა”.

აღნიშნულის შემდეგ, ოფიციალურმა პარიზმა პეკინს მოუწოდა – აეხსნა, ასახავს თუ არა ეს განცხადებები ჩინეთის ოფიციალურ პოზიციას, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნებმა აღშფოთება გამოთქვეს და ჩინელი დიპლომატები საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები