კელი დეგნანი: შეწყალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტის მისაღებია

“შეწყალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტის მისაღებია”,- ასე პასუხობს საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, ჰელსინკის კომისიამ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა.

ელჩის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებისას ჰელსინკის კომისიის წერილსაც გაითვალისწინებს.

„ჰელსინკის კომისია გახლავთ ორგანიზაცია, რომელსაც პატივს სცემენ და მას აქვს მანდატი აშშ-ის კონგრესისგან, რათა მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში, მათ შორის მედია თავისუფლებას. ისინი მკაფიოდ აცხადებენ, ისევე როგორც ბევრი სხვა, მათ შორის საელჩო, იმ შეშფოთების შესახებ, რომელიც გვარამიას საქმესთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის ბრალდებაზე, ბრალის წაყენების დროსა და შესაბამისად, მსჯავრის და გადაწყვეტილების თაობაზე. ეს არის წერილი ორგანიზაციისგან, რომელიც უკვე დიდი ხანია, საქართველოს მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერია მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ცხადია, შეწყალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისაღებია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა ასეთ მოთხოვნას და მათ შორის, ჰელსინკის კომისიის წერილსაც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები