ალექსანდრე ხვთისიაშვილი: სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო, სამშობლოში დაბრუნება უახლოეს დღეებში მოხდება

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო, მათი სამშობლოში დაბრუნება უახლოეს დღეებში მოხდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ლოკაციაზე იმყოფებიან.

„გუშინ საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ლოკაციაზე იყვნენ გადაყვანილნი სუდანის დედაქალაქში.
მათი ევაკუაციის პროცესი სამშობლოში უკვე დაწყებულია. აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნება. მუდმივ კავშირზე ვართ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან”, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები