ყაზახეთში 9 მაისის აღლუმი წელსაც არ ჩატარდება
ყაზახეთში 9 მაისის აღლუმის ჩატარება არც წელს იგეგმება.
როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, აღნიშნული დაკავშირებულია ფულის დაზოგვასა და სხვა პრობლემების გადაჭრის აუცილებლობასთან.
კერძოდ, “პრიორიტეტულია ყაზახეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნისა და მობილობის საჭირო დონის შენარჩუნება”.
ყახაზეთში აღლუმი არც 2022 წელს ჩატარებულა. 2020-2021 წლებში მისი გაუქმების მიზეზი პანდემია გახდა.