პაველ ჰერჩინსკი: ჯერ კიდევ არის დრო წინსვლისთვის, იმის უზრუნველყოფისთვის, რომ რეფორმებმა, რომლებიც რთული და გამოწვევებით სავსეა, პროგრესი განიცადოს
„პროფესიონალიზმი, მოსამართლეების სრული დამოუკიდებლობა, ძალიან ძლიერი და ჯანსაღი სასამართლო სისტემა არის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის დრო წინსვლისთვის, იმის უზრუნველყოფისთვის, რომ რეფორმებმა, რომლებიც რთული და გამოწვევებით სავსეა, პროგრესი განიცადოს.
“ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, რათა წარვადგინოთ მათი რეფორმები. პარლამენტში ასევე მიმდინარეობს სამუშაო სასამართლო რეფორმაზე. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერს ამ რეფორმებს. მიღწეული პროგრესი შეფასდება გაფართოების ანგარიშში მიმდინარე წლის ოქტომბერში და შემდეგ 27 წევრი ქვეყანა შეაფასებს იმ პროგრესს, რასაც საქართველო მიაღწევს, მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით. ჯერ კიდევ არის დრო წინსვლისთვის, იმის უზრუნველყოფისთვის, რომ რეფორმებმა, რომელიც რთული და გამოწვევებით სავსეა, პროგრესი განიცადოს“, – აღნიშნა ელჩმა.