სუდანის ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან გაიქცა

სუდანის ყოფილი პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი, რომელიც 2019 წლის აპრილში სამხედრო გადატრიალების შემდეგ გადააყენეს, ​კობერის ციხიდან გაიქცა.

Al Araby-ს Twitter-ის გვერდზე ნათქვამია, რომ მასთან ერთად ციხე ბევრმა პატიმარმა დატოვა.

არსებული ინფორმაციით, ციხესთან ქვეყნის არმიის ქვედანაყოფებსა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკება მოხდა.

ომარ ალ-ბაშირი, 30-წლიანი მმართველობის შემდეგ, სახელმწიფო გადატრიალების ფონზე გადააყენეს და დააპატიმრეს. 2019 წელს აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ ალ-ბაშირის მთავრობამ ფასები დასწიოს, ასევე, ელექტროენერგიის გათიშვის პრობლემა მოაგვაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები