პაველ ჰერჩინსკი: ნებისმიერი უკანონო საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი​ დავით კეზერაშვილის და ე.წ. ქოლცენტრების საქმეს გამოეხმაურა.

ელჩის თქმით, ნებისმიერი უკანონო საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული.

„რა თქმა უნდა, თუ არის ნებისმიერი უკანონო საქმიანობა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მოქალაქეებზე და ასევე, სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, უნდა იყოს გამოძიებული და ვინც ამ უკანონო ქმედებებზეა პასუხისმგებელი, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები