ბურკინა-ფასოში თავდასხმის შედეგად, 60-მდე ადამიანია მოკლული
ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთით, იატენგას პროვინციის სოფელ კარმასში სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა 60-მდე ადამიანი მოკლეს.
ამის შესახებ AFP-ს ქალაქ ვაჰიგუიას უმაღლესი სასამართლოს პროკურორმა განუცხადა.
მისი თქმით, არიან დაჭრილებიც, რომლებიც ევაკუირებულნი არიან და მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ასზე მეტი შეიარაღებული მამაკაცი მოტოციკლებით და პიკაპებით იყო.