ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობა აღიკვეთა და პასუხისგებაში არიან ადამიანები მიცემული – გერმანიის პროკურატურისა და გერმანიის ხელისუფლების მხრიდან ამას უმაღლესი შეფასება მიეცა

საქართველოში ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობა აღიკვეთა და პასუხისგებაში არიან ადამიანები მიცემული. გერმანიის პროკურატურისა და გერმანიის ხელისუფლების მხრიდან ამას უმაღლესი შეფასება მიეცა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„ფულის აკუმულირება შემდგომში ხდებოდა ისევ საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის ჩამოსაყალიბებლად, პოლიტიკური სპექტრის მოწამვლისათვის, რომ ისინი ნორმალურ ოპოზიციურ, დემოკრატიულ ველში არ მოქცეულიყვნენ და ყოფილიყვნენ რადიკალური დღის წესრიგის გამტარებლები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები