ლაშა ტალახაძე ატაცში ევროპის ჩემპიონი გახდა

ერევანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე ატაცში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ტალახაძემ 210, 217 და 222 კილოგრამის დაძლევით ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ბაქარ თურმანიძე კი ატაცში მეოთხე ადგილზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები