სალონიკში მიგრანტების უკანონო გადაყვანის ბრალდებით 51 წლის ქართველი დააკავეს
51 წლის ქართველი გასულ ხუთშაბათს, 20 აპრილს სალონიკში ემიგრანტების არალეგალური გზით გადაყვანის ბრალდებით დააკავეს.
პოლიციის თანამშრომლებმა შემოწმების მიზნით გააჩერეს სატვირთო მანქანა, რომელსაც 51 წლის ქართველი მართავდა და სადაც 6 უცხოელი იმყოფებოდა, კერძოდ, სირიის მოქალაქეები. მათ არ ჰქონდათ საბუთები და მათ შორის იყო არასრულწლოვანი ბავშვი.
სატვირთო ავტომობილის მძღოლმა განაცხადა, რომ არაფერი იცის მიგრანტების შესახებ და როგორ მოხვდნენ ისინი მანქანაში.