სუდანიდან დიპლომატების და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდება

სუდანიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია წითელი ზღვის პორტიდან დაიწყო. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

ტელეარხი Al-Ekhbariyah იტყობინება, რომ საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების რამდენიმე მოქალაქე შაბათს სუდანიდან საპორტო ქალაქ ჯედაში უკვე ჩავიდა.

აღნიშნულია, რომ სუდანში არსებულ ვითარებაში მძევალი ათასობით უცხოელი მოქალაქე გახდა. მათ არ შეუძლიათ ქვეყნიდან გაფრენა, რადგან ქვეყნის უდიდესი საერთაშორისო აეროპორტი „ხარტუმი“ საომარი მოქმედებების ზონაში იყო.

სუდანის ჯარის განცხადებით, მზაობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებით უკვე ერთი კვირაა არსებობს. თუმცა მეომარმა მხარეებმა ისლამურ დღესასწაულთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის პირობა დაარღვიეს.

ჯარის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის, ამერიკის, საფრანგეთისა და ჩინეთის მოქალაქეებსა და დიპლომატებს საჰაერო გზით გადაიყვანენ სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებით დედაქალაქ ხარტუმიდან.

„ხარტუმის ცენტრში სასტიკი ბრძოლების გამო, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მოხდეს ევაკუაცია“, – აცხადებენ ჟურნალისტები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ 413 ადამიანი დაიღუპა და 3551 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები