ინდონეზიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში რამდენიმე საათის სხვაობით ორი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) მონაცემებით, მიწისძვრა კვირას, 23 აპრილს, კეპულაუან ბატუს არქიპელაგის მიდამოში მოხდა.

პირველი ბიძგები დილით ადრე დაფიქსირდა და 6,1 მაგნიტუდა იყო. რამდენიმე საათის შემდეგ კიდევ ერთი მიწისძვრა 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

EMSC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის წყარო 43 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა პადანგიდან დასავლეთით 202 კილომეტრში (მოსახლეობა 840 000) და 177 კილომეტრში პარიამანიდან დასავლეთით (92 000 მოსახლე).

ცნობისთვის, ბატუს არქიპელაგი, რომელიც მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, მოიცავს 48 კუნძულს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები