ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რუსული იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული „იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
მიღებული კანონის ნორმების თანახმად, უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკის დამზადება, გავრცელება და საჯაროდ გამოყენება იკრძალება. კანონი მისი გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ შედის ძალაში, მანამდე მინისტრთა კაბინეტმა მისი დებულებების რეალიზებისთვის ნორმატიული ბაზა უნდა მოამზადოს.