G7 რუსეთში, თითქმის ყველა საკუთარი ექსპორტის აკრძალვას გეგმავს

G7-ის ქვეყნების ლიდერები რუსეთში მათი თითქმის ყველა ექსპორტის აკრძალვას განიხილავენ – ეს ანტირუსული სანქციების გამკაცრების ფარგლებში უნდა მოხდეს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო “Kyodo”  იაპონიის მთავრობის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება, რომელიც წელს G7-ს წევრია.

აღნიშნულია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მაისში, ჰიროსიმაში G7-ის ლიდერების სამიტზე მოხდეს, სადაც უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებისა და რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდის ღონისძიებების განხილვა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.

G7-ის ქვეყნებმა უკვე შეაჩერეს რუსეთის ფედერაციაში საქონლის ფართო სპექტრის ექსპორტი, მათ შორის პროდუქციის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისთვის და ასევე – ფუფუნების საგნებიც.

სამიტს, რომელიც 19-21 მაისს გაიმართება, დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის ლიდერები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები