პოლონეთში Leopard-ის ტანკების ტექნიკური მომსახურების ცენტრი შეიქმნება

პოლონეთში Leopard-ის ტანკების ტექნიკური მომსახურების ცენტრი შეიქმნება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში წერს.

მინისტრის თქმით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გერმანიამ, პოლონეთმა და უკრაინამ, რომელიც გერმანიაში, „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრის ფარგლებში შედგა.

„ეს ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობისა და უკრაინელი მცველების შესაძლებლობების გაძლიერებას.ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბებული „ჯავშნული მუშტი“ ხელს შეუშლის ტერორისტული რეჟიმის აგრესიას ევროპისა და მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ. უკრაინელი ჯარისკაცები იცავენ თავიანთი ქვეყანას. თანამედროვე დასავლური ტექნოლოგია მოსკოვის დამარცხებას გამოიწვევს. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო მალე მოვა მშვიდობა“, – წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები