იენს სტოლტენბერგი: დარწმუნებული ვარ, უკრაინელებს შეუძლიათ უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნონ

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა მზადაა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ისინი შეძლებენ კიდევ უფრო მეტი მიწის გათავისუფლებას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა გერმანიაში „რამშტაინის“ საავიაციო ბაზაზე გამართული შეხვედრის ფარგლებში.

მანვე დასძინა, რომ ამჟამად ნატოს მთავარი მიზანია უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება, ხოლო ომის დასრულების შემდეგ ფოკუსირდება იმაზე, რომ კიევს ჰქონდეს „შეკავების ძალები ახალი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად“.

შეგახსენებთ, რომ დღეს გერმანიაში „რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები