„უკრაინისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა იზრდება“ – ბენ უოლესი

FILE PHOTO: British Defence Secretary Ben Wallace holds a news conference with Ukrainian Defence Minister Oleksii Reznikov at the Ministry of Defence, amid Russia's invasion of Ukraine, in London, Britain, March 21, 2022. REUTERS/Peter Nicholls

უკრაინისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა იზრდება და მისი ტემპი ჩქარდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა „რამშტაინის“ დროს განაცხადა.

მინისტრის თქმით, სულ უფრო მეტი ქვეყანა მზად არის სწრაფად დაეხმაროს კიევს.

„რამშტაინის“ გზავნილი ნათელია, საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ იზრდება. უფრო მეტი ქვეყანაა ჩართული, ვიდრე ოდესმე. შემოწირულება იზრდება და მათი მიწოდება ჩქარდება. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამდე, სანამ ეს დასჭირდება“, – აღნიშნა უოლესმა.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.

„დიდ ბრიტანეთს შეუძლია იამაყოს ჩვენი მხარდაჭერით. ჩვენ უამრავ მამაც უკრაინელს ვაძლევთ საბრძოლო წვრთნის შესაძლებლობას, აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას, რომელიც მათ სასწრაფოდ სჭირდებათ რუსეთის ბარბაროსული შემოჭრის მოსაგერიებლად“, – დასძინა უოლესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები