უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსები ბახმუტის ზოგიერთ რაიონში წინ მიიწევენ

DONETSK, UKRAINE - APRIL 18: Ukrainian soldiers fire targets on the front line in the direction of the city of Ugledar, Donetsk, Ukraine as Russia-Ukraine war continues on April 18, 2023. Heavy weapons are being used in the direction of Ugledar city, which is known as the front where the heaviest tank clashes are occurred. (Photo by Muhammed Enes Yildirim/Anadolu Agency via Getty Images)

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსები ბახმუტის ზოგიერთ რაიონში წინ მიიწევენ.

„ეპიცენტრად რჩება აღმოსავლეთი. იქ მტერი აგრძელებს შეტევითი მოქმედებებს ერთდროულად ოთხი მიმართულებით – მარინკა, ავდიივკა, ლიმანი, ბახმუტი.

ჩვენი დამცველების წყალობით, მტერი ვერ ახერხებს მათ უმეტესობაში წინსვლას“, – წერს ანა მალიარი Telegram-ზე.

მისივე თქმით, ქალაქი ბახმუტი ყველაზე ცხელ წერტილად რჩება.

„მტერი უტევს. იგი ანადგურებს სახლებსა და შენობებს. ზოგიერთ რაიონში ის წინ მიიწევს. ოკუპანტმა მიმდინარე კვირაში კიდევ ორი მიმართულებით სცადა გადაადგილება – კუპიანსკი და შახტარსკი, მაგრამ ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს შეტევები და დამპყრობელი წინ არ წასულა“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები