“ევროკავშირში სამხედრო სწავლება 16 ათასზე მეტმა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა” – ბორელი

ევროკავშირის საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში უკვე 16 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო გადამზადდა.

ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.

ამ საკითხზე ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა “რამშტაინის” შეხვედრაზე ისაუბრა.

„უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში მე შეკრებილებს მოვახსენე ევროკავშირის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ. უკვე გაწვრთნილია 16000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი. 600 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა და რაკეტებია მიწოდებული“, – დაწერა ბორელიმ.

მისივე თქმით, ერთობლივ შესყიდვაზე მუშაობა გრძელდება.

„ევროკავშირი აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას, უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად“, – წერს ბორელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები