ალბანეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ალბანეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა.

ამის შესახებ რუსეთში ალბანეთის საელჩოს ვებგვერდი იტყობინება.

მანამდე, რუსებს ქვეყანაში უვიზოდ შესვლა 1-ელი მაისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ. ამ გზით ალბანეთი ტურიზმის სტიმულირებას ცდილობდა. ამიერიდან, ვიზის გაფორმება იქნება საჭირო.

ევროკავშირმა 2022 წლის სექტემბერში რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა.

მოგვიანებით, ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, ფინეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსი ტურისტებისთვის საზღვრები დახურეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთთან უვიზო რეჟიმი გააუქმა ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ კი უვიზოდ ყოფნის პერიოდი 30 დღემდე შეამცირა, ყაზახეთმა – 90 დღემდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები