გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საქართველოში დაბალემისიიანი მობილობის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თემატური მოკვლევა გასული წლის დეკემბერში დაიწყო.
შეხვედრაზე მოკვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მოიცავს ჩატარებული აქტივობის მიმოხილვას, არასამთავრობო სექტორიდან, მუნიციპალიტეტებიდან და სამინისტროებიდან შემოსულ წინადადებებს, მოკვლევის პროცესში აღმოჩენილ საკითხებს და შესაბამის რეკომენდაციებს.

„მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ არ არსებობს ერთიანი მაკოორდინირებელი სისტემა, რომელიც დაბალემისიიანი სატრანსპორტო მობილობის საკითხებს დაარეგულირებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კუთხით”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული საკითხების საჯარო განხილვა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები