კიევის საკრებულომ რუსეთის საელჩოსთან მიწის იჯარის ხელშეკრულება შეწყვიტა – კრემლი პასუხის გაცემით იმუქრება
კიევის საკრებულომ რუსეთის საელჩოსთან მიწის იჯარის ხელშეკრულება გააუქმა, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
მან ტელეგრამში ასევე დაწერა, რომ კიევის ხელისუფლებამ უკრაინის მთავრობას რუსეთის დიპლომატიური მისიის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემაც შესთავაზა.
საკითხს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და თქვა, რომ უკრაინის დიპლომატიურ წარმომადგენლობასაც აქვს “მიწა” და შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
“აქაც არის მიწა. აშკარაა, რომ აქ შესაბამისი ზომები იქნება მიღებული”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.