სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი ჩინეთის შესაბამის ინსტიტუციებთან აქტიურად თანამშრომლობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ლევან უჯმაჯურიძემ საერთაშორისო პერსონალთა გაცვლის 21-კონფერენციაში და რამდენიმე სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.

ქალაქ ვუჰანსა და ქალაქ შენჭენში გამართულ სიმპოზიუმებზე ლევან უჯმაჯურიძემ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და ყურადღება საერთაშორისო ურთიერთობებსა და ერთობლივ პროექტებზე გაამახვილა.

უწყების ცნობით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი კვლევითი დაწესებულებები და ინსტიტუციები წლების განმავლობაში წარმატებულად თანამშრომლობენ.

ქალაქ შენჭენის საერთაშორისო ცენტრის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიეწოდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები