ზელენსკიმ შესაძლოა, ნატოს ვილნიუსის სამიტში მონაწილეობა ვერ მიიღოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმორ ზელენსკიმ ივლისში ვილნიუსში ნატო-ს სამიტში მონაწილეობა შესაძლოა, ვერ მიიღოს – ეს დამოკიდებული იქნება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე.

მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია ზელენსკიმ ოფისმა დაადასტურა, – წერს Financial Times.

„საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმ მომენტში ადგილზე არსებულ ვითარებაზე“, – განაცხადეს ოფისში.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს, “რამშტაინის” შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს სამიტში მონაწილეობის მიღების წინადადება მიიღო.

თუმცა, შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებმა სტოლტენბერგს სთხოვეს გაეკეთებინა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სამიტში ზელენსკის მონაწილეობის პირობად, კიევმა, წევრობისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები მოითხოვა, რაზეც ალიანსის ლიდერმა თქვა, რომ “უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. ნატოს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. მაგრამ მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა, არის ის, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ ომში უპირატესობა მოიპოვოს. ჩვენი მხარდაჭერა ეხმარება უკრაინას იმოძრაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ჩვენი დახმარება საშუალებას აძლევს მათ, ეს შესაძლებელი გახადონ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები