“ნატოს ყველა წევრი უკრაინის ალიანსში მიღებას დაეთანხმა” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ალიანსის ყველა წევრი ბლოკში უკრაინის გაწევრიანებას დათანხმდა, მაგრამ ახლა ყურადღება უნდა გამახვილდეს კიევის დახმარებაზე, რომ მან გამარჯვება მოიპოვოს.

ამის შესახებ მან გერმანიაში რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ სიტყვით გამოსვლისას თქვა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატოში კიევის გაწევრიანების საკითხი შესაძლოა, ზაფხულში განიხილონ, მაგრამ ოფიციალურად მიღების პროცესს შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს.

სტოლტენბერგმა ასევე ჟურნალისტებს უთხრა, რომ, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინას უნდა ჰქონდეს რაიმე სახის ბერკეტი „ახალი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად“.

ამასთან, რუსეთის სამხედრო სარდლობა უკრაინაში გაჩაღებული ომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ასახელებს.

თუმცა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნატო ერთი წევრით – ფინეთით გაფართოვდა, ხოლო შვედეთის საკითხიც, სავარაუდოდ, სულ მალე გადაწყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები