კოლუმბიაში შახტაში აფეთქებას, სულ მცირე, 3 მაღაროელი ემსხვერპლა

კოლუმბიაში, კუკუნუბას ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაკარგულად მიიჩნევა.

ამის შესახებ ქვეყნის სამთო ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ ოთხი მაღაროელის გადარჩენა მოხერხდა.

აფეთქების მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები