ბლინკენი რამადანის დასრულებამდე სუდანში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სუდანში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, სულ მცირე, რამადანის მუსლიმური დღესასწაულის დასრულებამდე, 23 აპრილამდე.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის მოადგილის, ვედანტა პატელის განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ ბლინკენმა დაგმო განურჩეველი შეტაკებები, რამაც გამოიწვია დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა და დაშავება და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება. მან ორივე სამხედრო ლიდერს მოუწოდა, დაამყარონ და შეინარჩუნონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ქვეყნის მასშტაბით და შეინარჩუნონ ის, სულ მცირე, რამადანის დღესასწაულის ბოლომდე, კვირას 23 აპრილს“, – აღნიშნა პატელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები