პარიზი, სიცხის გამო დაღუპულთა რაოდენობით, ევროპული ქალაქების რეიტინგში ლიდერობს

პარიზი, სიცხის გამო ხანდაზმულთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ევროპული ქალაქების რეიტინგის ლიდერია.

ამას შესახებ The Lancet Planetary Health-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მონაცემებიდან ირკვევა.

კვლევები ევროპის 30 ქვეყნის 854 ქალაქში 2000-2009 წლებში ჩატარდა.

კვლევის თანახმად, ევროპაში ყოველწლიურად 203 620 ადამიანი იღუპება სიცივის გამო, ხოლო 20 173 – სიცხისგან.

ცხელი ამინდი უარყოფითად აისახება ადამიანების, განსაკუთრებით – მოხუცების ჯანმრთელობაზე.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ 2022 წელს, ცხელი ამინდის გამო, ევროპაში სულ მცირე 15 ათასი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები