ბაიდენმა მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტი და ტაივანის ირგვლივ არსებული ვითარება განიხილეს.
მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა.
ამასთან, ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე.