ლიეტუვის სეიმმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ლიეტუვის სეიმმა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას ვეტო დაძლია და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა.
სეიმის 99-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონის მიღებას პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ცვლილებების გარეშე, შვიდი წინააღმდეგი იყო, ორმა კი თავი შეიკავა.
მიღებული კანონის თანახმად, მიმდინარე წლის 2 მაისიდან მომავალი წლის 3 მაისამდე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ლიეტუვის ვიზების მიღება შეეზღუდებათ, ასევე, მათ აეკრძალებათ ლიეტუვაში უკრაინული ვალუტის ჩატანა. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეებს შეეზღუდებათ უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა, ხოლო მათი მოთხოვნა ლიეტუვაში ბინადრობის უფლების მიღების შესახებ დროებით არ იქნება განხილული.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები რუსეთის და ბელარუსის ყველა მოქალაქეზე არ ვრცელდება და დაშვებულია გამონაკლისები. გიტანას ნაუსედამ აღნიშნულ კანონს ვეტო დაადო, რადგან ის მიიჩნევდა, რომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთა წინააღმდეგ ერთნაირი სანქციები უნდა დაწესებულიყო.