ლატვიაში 9 მაისის აღნიშვნა კანონით აიკრძალა

ლატვიის საეიმმა, ორი მოსმენით, „9 მაისს ღონისძიებების გამართვის აკრძალვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა.

ამის შესახებ Delfi წერს.

ამრიგად, ლატვიაში 9 მაისს ნებისმიერი საჯარო ღონისძიება აიკრძალა, გარდა იმ ცერემონიებს, როლებიც ევროპის დღეს უკავშირდება.

მანამდე, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ სეიმი მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 მაისი გამოცხადდებოდა უკრაინის ომში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის დღედ, მაგრამ ადამიანის უფლებათა და საზოგადოებრივ საქმეთა კომისიამ მოამზადა ალტერნატიული პროექტი, რომელიც საბოლოოდ მიიღეს.

კანონის თანახმად, 9 მაისს (მთელი დღის განმავლობაში) და 10 მაისის დილის 07:00 საათამდე ლატვიის მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია პიროტექნიკის გამოყენება. ღია ცის ქვეშ აკრძალულია სადღესასწაულო და გასართობი ღონისძიებების, აქციების, შეხვედრებისა და პიკეტების გამართვა.

თუ ასეთი ღონისძიებებისთვის საჭიროა მუნიციპალიტეტის ნებართვა, მას არ აქვს უფლება, გასცეს ასეთი ნებართვა.

კანონის ანოტაციაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ასევე მიღებულია უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები