სტოლტენბერგი ბუჩაში ჩავიდა
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ბუჩაში ჩავიდა.
პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ “სულისშემძვრელი” რამე ნახა.
ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნგრევისა და დანაშაულის შედეგებმა სტოლტენბერგზე ძლიერი გავლენა მოახდინა.
მან თქვა, რომ ნატო უკრაინის ხალხის და არმიის უპრეცედენტო მხარდაჭერას გააგრძელებს.