ლევან იოსელიანი: საზოგადოება იმსახურებს, რომ კითხვები, რომლებიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაისვას
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საზოგადოება იმსახურებს, რომ კითხვები, რომლებიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაისვას.
იოსელიანის თქმით, პროცესებს გამჭვირვალობა წაადგება.
“მესმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს, რომ ის კითხვები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაისვას. პროცესს გამჭვირვალობა და ღიაობა წაადგება. თუ რამე კითხვის ნიშნები არსებობს ერთი ან მეორე მხარის მიმართ, ამ გზით კითხვებზე პასუხი გაცემული იქნება”, – განაცხადა იოსელიანმა.
სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, პარლამენტში კენჭისყრაზე დღესაც გავა.