“კიევი კვლავ რუსეთის სამიზნედ რჩება” – ვიტალი კლიჩკო 

უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევი კვლავ რჩება რუსეთის სამიზნედ.

როგორც კლიჩკომ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აღნიშნა, “შემუშავებულია უფრო დეტალური პროგრამა იმისთვის, რომ კიევი აგრესორისგან დაიცვან”.

“კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნედ. კიევი – გულია. კიევი – დედაქალაქია. ამიტომ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გავთვალოთ წინასწარი სცენარები, ყველაზე ცუდი სცენარებიც კი, იმისთვის, რომ თუ ვინმეს მოუნდება კიევს თავს დაესხას, მას ცხვირ-პირში მოვდოთ – სხვა ენით ვერც ვიტყვი”,- თქვა მან.

პოლიტიკოსის თქმით, “ამჟამად ქალაქი დაცულია იმაზე ბევრად კარგად, ვიდრე 1 თვის წინ, ნახევარი წლის წინ და, მით უმეტეს, ერთი წლის წინ იყო. არსებობს კონტროლის სისტემა, ბლოკპოსტების სისტემაც, თანამედროვე შეიარაღება და გვყავს შეიარაღებული ძალები, რომელიც იმაზე უფრო ძლიერია ვიდრე ერთი წლის წინ იყო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები